აირჩიე პროცედურა
კრიოლიპოლიზი (ცხიმოვანი მასის მოყინვა)
კრიოლიპოლიზი (ცხიმოვანი მასის მოყინვა)
Cacoon Medical-ის Cooltech კრიოლიპოლიზის აპარატის საშუალებით შესაძლებელია ლოკალიზებული ცხიმოვანი მასის 20%-45%-ით შემცირება. კლინიკურად დადასტურებულია, რომ ეს პროცედურა არის უსაფრთხო და ლიპოსაქციის ეფექტური, არაინვაზიური ალტერნატივა. Cooltech-ის ცხიმის მოყინვის პროცედურის დროს, აპარატის თავაკი (მანიპულა) იდება დასამუშავებელ ზონაზე და ხდება კანქვეშა ცხიმოვანის მასის ნაზად შეწოვა. კრიოლიპოლიზი დაფუძნებულია პროცესზე, რომლის დროსაც ცხიმოვანი უჯრედები იყინება -8°C-მდე. პროცედურის შემდგომ ცხიმოვანი უჯრედები განიცდიან აპოპტოზს (უჯრედების ბუნებრივი ეტაპობრივ სიკვდილს), შემდგომი 8-12 კვირის განმავლობაში ლიმფური სისტემა გადაამუშავებს და გამოდევნის მკვდარ უჯრედებს, სხეული კი მიიღებს შემცირებულ, ახალ კონტურებს.
პორცედურის შედეგად ვიღებთ ცხიმოვანი უჯრედების რაოდენობის არაქირურგიული გზით ადგილობრივ შემცირებას, რომელიც არ ახდენს სხვა ქსოვილების დაზიანებას.
კრიოლიპოლიზის ჩატარება შესაძლებელია სხეულის შემდეგ ნაწილებზე:
- მუცელი
- წელი
- თეძოები
- ზურგის ქვედა ნაწილი
- საჯდომი
- მხრები (ტრიცეფსის ზემოთ)
- იღლიის ზონა
- ღაბაბი
პროცედურის ხანგრძლივობაა 70 წუთი. არ საჭიროებს წინასწარ მომზადებასა და რეაბილიტაციას.
მანამდე / შემდეგ